კოლოტაურში მცხოვრები ოჯახი უსაფრთხო ადგილას გაყვანას ითხოვს

02 ოქტომბერი 2020, 18:45 1551 ნახვა

ქედაში, კოლოტაურში მცხოვრები გურგენიძეების ექვსწევრიანი ოჯახი დახმარებას და უსაფრთხო ადგილას გაყვანას ითხოვს. ამბობენ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ და მათ საცხოვრებელს საფრთხე ემუქრება. მათი ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახი ორ მცირეწლოვანთან ერთად  უამინდობის დროს თავს მეზობლებს აფარებენ. გურგენიძეებს აქვთ გეოლოგების დასკვნა, სადაც წერია რომ ტერიტორია საცხოვრებლად საფრთხის შემცველია. ოჯახს მერიამ პროგრამის ფარგლებში 25 ათას ლარიანი დახმარება შესთავაზა, თუმცა ამბობენ, რომ ამ    თანხით საცხოვრებელი ვერ იპოვეს. ქედის მერია ამ ეტაპზე მხოლოდ ქირით გაყვანას სთავაზობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი