დაისეტყვა ხულოს სოფლების ნაწილი. სეტყვამ ქედლებში, კორტოხსა და ძირკვაძეებში სასოფლო სამეურნეო ნარგავები დააზიანა. მოსახლეობა ამბობს, რომ განადგურდა ვენახი, სიმინდი, ხეხილი და ბოსტნეული კულტურები. სოფელ ქედლებში ძლიერი წვიმის შედეგად წყალი შევიდა ქედელიძეების საცხოვრებელში.
ხულოს მერიაში ამბობენ, რომ სპეციალური კომისია ზარალს სწავლობს, რის შემდეგადაც გადაწყდება რა დახმარება გაეწევა ოჯახებს.