ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. დაშავდა ხუთი მოქალაქე, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მათ კვლევები უტარდებათ. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა. მედიკოსებს შემთხვევის ადგილზე ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ.
არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი, გზაზე გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.