მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება

30 სექტემბერი 2020, 17:27 1426 ნახვა

აზერბაიჯანის  გენერალური პროკურატურა ყარაბაღში კონფლიქტის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში  გაზრდილი მსხვერპლის შესახებ იუწყება. უწყების მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 46 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

სომხეთის მთავრობის ერთიანი საინფორმაციო ცენტრის ბოლო მონაცემებით,  მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთში ქალაქ მარტაკერტში აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში