უკვე რამდენიმე საათია მარნეულში დაპირისპირებისას დაშავებული მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი გამოკითხვაზე იმყოფება. მან უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას „ქართული ოცნების“ წევრები გაუსწორდნენ, თავდასხმის დროს კი მისი თქმით, სამართალდამცველებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ, ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
ინციდენტის დროს დაშავებული ნაციონალური მოძრაობის წევრი - ლაშა ქველაძე კი კონკრეტულ გვარებს ასახელებს „ქართული ოცნებიდან“ ვინც, მისი თქმით, ჩხუბში მონაწილეობდა. სამართალდამცველებს ამ დრომდე ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი დაუკავებიათ.
ცნობისთვის, ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო. დაშავდა მთავარი არხის 4 თანამშრომელი. ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ პირველი არხის ოპერატორს და დაუმტვრიეს ტექნიკა.