ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი კიდევ 13 ბენეფიციარს დაუდასტურდა

29 სექტემბერი 2020, 12:30 3264 ნახვა

ბათუმის სათნოების სავანე მოხალისეების დახმარებას ითხოვს. დაწესებულებაში მყოფ 90 ხანდაზმულს მომვლელი ესაჭიროება. მოხუცთა თავშესაფარში პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სავანეში კორონავირუსი დაფიქსირდა.

მოხუცთა თავშესაფრის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსი ჯამში სავანეში მცხოვრებ 25 ბენეფიციარს დაუდასტურდა, 5-ის პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან. ინფიცირებულია სავანის 10 თანამშრომელიც, რომლებიც  მკურნალობის კურსს საკარანტინო სივრცეში გადიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოხუცთა თავშესაფარში დადასტურებულია 13 ახალი შემთხვევა, ყველა მათგანი ბენეფიციარია. კოვიდი ასევე დაუდასტურდა დაწესებულების 7 თანამშრომელს.

"30 თანამშრომელი გადაყვანილია საავადმყოფოში, მათგან 25 აქვს დადასტურებული კორონავირუსი, 5 ის პასუხს ველოდებით. ესენი არიან მობინადრეები, ასევე დაინფიცირებულია 10 სავანის თანამშრომელი, რომლებიც საკარანტინო სასტუმროშია გადაყვანილი.

მოხუცთა თავშესაფარი აგრძელებს საკარანტინო პირობებში მუშაობას. ამჟამად სავანეში 90 მობინადრეა. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა სწრაფი ტესტირება და ამის შემდეგ მოხდა ინფიცირებულთა გამოვლენა.

ინფიცირების წყარო უცნობია. რასაც გვეუბნება დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგები მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დაცვას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი მოხდა.

2 სექტემბრის შემდგომ დაწესებულება გადასულია საკარანტინო რეჟიმში. 10 სექტმებრიდან უშუალოდ ყველა თანამშრომელი და ბინადარი არის თვითიზოლაციაში. 10 პირი ვრჩებით  დაწესებულებაში და 24 საათის განმავლობაში აქ ვართ, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები გადაყვანილია სასტუმროშ,ი სადაც ვემსახურებით და იქიდან გადმოგყვავს ჩვენივე მანქანით და ყოველ ჯერზე ხდება მანქანის შეწამვლა.

დაწესებულებაში უცხო პირი, გარდა თანამშრომლისა არ შემოსულა. ის თუ ვინ შემოიტანა ვირუსი, იყო თუ არა ეს თანამშრომელი თუ არა ამას ვერც დავადასტურებთ და ვერც ვუარყობ.

გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ შექმნილიყო ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი და ჯანდაცვის სამინსიტროში გვითხრეს, რომ თვითონ უზრულველყოფენ, მოამზადებენ, დაატრენინგებენ ამ ჯგუფებს და უახლოეს პერიოდში მოგვარდება ეს პრობლემა. ისინი იცხოვრებენ საკარანტინო სივრცეში და სავანეს დაეხმარებიან ბინადრების მოვლაში. სავანეში პერსონალის პრობლემაცაა."- განაცხადა მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა.

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი