გონიოს მიწებზე დავა გრძელდება

11 ოქტომბერი 2016, 00:00 3641 ნახვა

გონიოს მიწებთან დაკავშირებით დავა გრძელდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტები ბათუმის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებაზე, მორიგი სარჩელის მომზადებას გეგმავენ. ამჯერად კომისიის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მიწაზე საკუთრება 271 ოჯახიდან მხოლოდ 98 აღუდგა. არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოში უკვე დავობს გონიოში მცხოვრები 60 ოჯახის საკუთრების საკითხზე. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენლები დღეს გონიოს მოსახლეობას შეხვდნენ და სარჩელთან დაკავშირებით მათი პოზიცია მოისმინეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი