დღეს სანაპირო კურორტებზე, არასეზონურად ცხელოდა, ბათუმში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდა, რაც განპირობებული იყო აღმოსავლეთის ქარის გავლენით (ფიონი) და ცხელი ჰაერის მასების ინტენსიური გადმონაცვლებით.
ღამის საათებში ქარი მიმართულებას შეიცვლის და გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და შესაძლებელია მხოლოდ მცირე წვიმა. ზეგიდან კვლავ სტაბილური და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.