გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობა არასათანადოდ მოქმედებს და გლობალური თანამშრომლობა არასაკმარისია. „პანდემია არის გამოცდა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, ეს გამოცდა ჩვენ ვერ გავიარეთ“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. მისივე თქმით, მსოფლიომ პანდემიის დროს ვერ გამოიჩინა სოლიდარობა და ერთიანობა, რის გამოც, „ვირუსი კონტროლს აღარ ექვემდებარება“.