რუსეთში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული მატებაა

21 სექტემბერი 2020, 13:11 1280 ნახვა

კოვიდ-19-ით დაავადების  რეკორდული ზრდა აღინიშნება რუსეთში.  ბოლო სამი თვის განმავლობაში  გასული დღე-ღამე ახალ შემთხვევათა მატებით რეკორდული აღმოჩნდა   მოსკოვი. რუსეთის დედაქალაქში  კორონავირუსი 915 ადამიანს დაუდასტურდა. წინა რეკორდი 22 ივნისს დამყარდა.  მაშინ დღე-ღამეში კოვიდ-19-ი  ათას 81 ადამიანს დაუდასტურდა.  სულ მოსკოვში 277 ათას 408 კოვიდინფიცირებული და 5 ათას 69 გარდაცვლილია რეგისტრირებული.  

რუსეთში ბოლო 24 საათში 6 ათას 196 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.  პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში მილიონ 109 ათას 595 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა სიაში 19 ათას 489 პაციენტია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი