კოვიდი შსს-ს 11 თანამშრომელს დაუდასტურდა

20 სექტემბერი 2020, 18:30 317 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, კოვიდ-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1 შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში. 1 ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. ​ შსს-ს ინფორმციით, კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის 2 ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან 1 ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და 3 502 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 3 ფოთში გამოვლინდა.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, სამივე ბათუმელი ექიმის "კლასტერს" უკავშირდება.  2 სენაკში გამოვლინდა და ორივე არასრულწლოვანია. ,,კოვიდ 19“ ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტში მყოფ ორ მოსწავლეს დაუდგინდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1 494-ს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში