როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას?

20 სექტემბერი 2020, 12:02 1239 ნახვა

როგორ დავიცვათ კოვიდ სტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში