კორონავირუსის 3502 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში

20 სექტემბერი 2020, 11:53 1226 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და 3 502 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 3 ფოთში გამოვლინდა.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, სამივე ბათუმელი ექიმის "კლასტერს" უკავშირდება.  2 სენაკში გამოვლინდა და ორივე არასრულწლოვანია. ,,კოვიდ 19“ ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტში მყოფ ორ მოსწავლეს დაუდგინდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1 494-ს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი