"ღირსეული პარტნიორი 2020" დასრულდა- კონცერტი სამხედროებისთვის

19 სექტემბერი 2020, 12:08 1312 ნახვა

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. კონცერტი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გახსნა და სამ საათს გაგრძელდა. სწავლებაში მონაწილე საქართველოს და 4 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები კორონავირუსის ინფექციის პრევენციის მიზნით, ვაზიანში სრული წესების დაცვით იმყოფებოდნენ. საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნით ოფიციალურად დაიხურა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი