ბათუმის სამშობიარო სახლში 16 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს

18 სექტემბერი 2020, 15:14 337 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ ეტაპზე 16 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს. სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით, ყველა ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ნუგზარ პაპავას თქმით, 2 ორსული 38 კვირისაა, რომლებსაც სავარაუდოდ ახლო მომავალაში დასჭირდებათ  მშობიარობა ან საკეისრო კვეთა.

"ბათუმის სამშობიარო სახლში ამჟამად მკურნალობას გადის 16 კოვიდდადასტურებული ორსული. ყველა მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, კარგი. სიმპტომები არ გააჩნიათ ფაქტიურად, მხოლოდ 1 პაციენტს აღენიშნება მსუბუქი ხველება, ტემპერატურა არცერთთან არ ფიქსირდება, ისინი თავს კარგად გრძნობენ, 2 პაციენტი არის 38 კვირის, რომლებსაც რამდენიმე დღეში დასჭირდებათ მშობიარობა ან საკეისრო კვეთ"-განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში