ჯანმოს ხელმძღვანელი - სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს

16 სექტემბერი 2020, 10:33 1826 ნახვა

სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს - ასეთია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური  დირექტორის რეკომენდაცია. 

ტედროს ადჰანო გებრეიესუსის განცხადებით სკოლები ლოკალურ დონეზე, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს, სადაც კორონავირუსის გავრცელება ინტენსიურად ხდება. იმ სკოლებში კი, რომლებიც იხსნება, უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს.

აქვე გაგაცნობთ სტატისტიკას  UNICEF-ის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 51 ქვეყანაში 872 მილიონამდე ბავშვი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულ სკოლებში ჯერ არ დაბრუნებულა, აქედან  463 მილიონ ბავშვს ხელი არც დისტანციური სწავლის რომელიმე ფორმაზე მიუწვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი