კლინიკა“მედალფამ“ კოვიდინფიცირებული პაციენტები მიიღო

12 სექტემბერი 2020, 18:10 604 ნახვა

კლინიკა ,,მედალფა“  დღეიდან  ისევ კოვიდ მიმღებია ცენტრია. სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტები რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ისევ მიიღეს. ამ გადაწყვეტილებას კი წინ მედიკოსების პროტესტი უსწრებდა, რომლებიც უარს ამბობდნენ კოვიდ დადებითი პაციენტების მკურნალობაზე.  

ბოლო 24 საათში როგორც იცით საქართველოში კორონავირუსის  158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ნახევარი, 80 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,  რომ კოვიდ 19 დაუდასტურდა ქობულეთის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში