ლერი ხაბელოვი ოლიმპიურ კომიტეტს მესამე ვადით უხელმძღვანელებს

11 სექტემბერი 2020, 19:42 1513 ნახვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მესამე ვადით ლერი ხაბელოვი აირჩიეს. ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე 121 დელეგატიდან არჩევნებში მონაწილეობა 117-მა მიიღო და ერთხმად გამოუცხადეს ნდობა მოქმედ პრეზიდენტს.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ სესია პროტესტის ნიშნად დატოვა. ასანიძემ არჩევნების გადადება რამდნიმე თვით მოითხოვა, თუმცა დელეგატების უმრავლესობამ მის წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

დღესვე სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალურ მდივნად - ემზარ ზენაიშვილი.

მათთან ერთად აღმასკომში შევიდნენ მარიამ გიორგობიანი, კონსტანტინე ლაშხი, ზურაბ კაკაბაძე, კახი კახიაშვილი, თამაზ გეგეშიძე, ალექსი ახვლედიანი, ლუკა კურტანიძე, ბესიკ ლიპარტელიანი, ჯამლეტ ხუხაშვილი, ჯემალ ძაგანია, რევაზ რობაქიძე, ვარლამ ლიპარტელიანი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში