ნაცმოძრაობის ბრალდებას ბათუმის მერია აბათილებს

10 სექტემბერი 2020, 21:36 1258 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძის განცხადების საპასუხოდ, ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ შემოერთებული ტერიტორიების წყლისა და წყალარინების სისტემებით უზრუნველყოფას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის გადაწყვეტილება 2019 წელსაა მიღებული.

პროექტის განხორციელება კი გეგმის შესაბამისად დაიწყება. ეს არის ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზა. არსებული ხელშეკრულების ფარგლებში პროექტი არ შეჩერდება. სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

ამ ეტაპზე KFW-სთან მიმდინარეობს მუშაობა. კერძოდ, ზუსტდება დაფინანსების მიღების ტექნიკური დეტალები. უკვე არის ბანკის მზაობა დაფინანსების მოცულობის ზრდაზეც.

პარალელურად მიმდინარეობს საერთაშორისო ტენდერი პროექტის კონსულტანტი კომპანიის შერჩევის მიზნით, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის მე-5 ფაზის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები 2021 წლიდან უნდა დაიწყოს. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე არ ექმნება. - ნათქვამია, ბათუმის მერიის განცხადებაში.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი