კორონავირუსი სარიტუალო დარბაზის თანამშრომელს დაუდასტურდა

10 სექტემბერი 2020, 15:07 4476 ნახვა

კორონავირუსი დაუდასტურდა წვეულებათა სახლ „აჭარას“ თანამშრომელს. იგი ცხელების ცენტრში 7 სექტემბერს გადაიყვანეს, ვირუსი კი გუშინ დაუდასტურდა. წვეულებათა სახლის დირექტორის თქმით, 6 სექტემბერს 200 კაციანი ქორწილი გაიმართა.

კოვიდდადებითი თანამშრომელი მიმტანების ხელმძღვანელია და უშუალო შემხებლობა 8 მიმტანთან ჰქონდა. რესტორნის 34 თანამშრომელი ტესტის პასუხების მოლოდინში თვითიზოლაციაში იმყოფება.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი