აჭარა წითელი ზონა გახდა

08 სექტემბერი 2020, 18:06 5782 ნახვა

ახალი კოვიდკერების შედეგად აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. რეგიონი უკვე წითელი ზონაა.

დღეს რეგიონში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ვირუსი დაუდგინდა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს, რის გამოც უწყებამ მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა.

კიდევ ერთი კერა - ე.წ. ხოფის ბაზრობაა, სადაც მიმდინარეობს მოვაჭრეების ტესტირება. ასევე კოვიდ-19 დაუდგინდა ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი