შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რა დროსაც დადებითი პასუხი მოვიდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრეც გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო.
მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა.
''ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.
მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები. იგი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი'' - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.