ხულოს ბიბლიოთეკაში “თანასწორობის კუთხე” გაიხსნა

08 სექტემბერი 2020, 10:54 1742 ნახვა

ხულოში ბიბლიოთეკის შენობაში “თანასწორობის კუთხე” გაიხსნა. ახალ სივრცეში  მსურველებს საშუალება აქვთ თანასწორობის თემაზე თანამედროვე მხატვრული ლიტერატურას გაეცნონ.

ახალი სივრცე  საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გახსნა, რომელმაც ახალგაზრდებისთვის  საჯარო ლექციაც წაიკითხა და გენდერული თანასწორობის იდეაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში ხულოს ცენტრალურ მოედანზე  ფოტოგრაფ დინა ოგანოვას  ფოტოგამოფენა „გოგონები მომავლიდან" გაიხსნა.

ფოტოპროექტი  10 -დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს ასახავს. პროექტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და სილქნეტი ახორციელებენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში