პროტესტი კიბერ-შეტევას

04 სექტემბერი 2020, 20:25 995 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე, შეფასებები გრძელდება.

ფაქტი ევროკავშირის ელჩისთვის შემაშფოთებელია, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ „ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს აქვს ძალიან აქტიური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო, ვინც ეს განახორციელა. ამერიკის ელჩი კი ამბობს, რომ მავნე აქტორები საზიანო მოქმედებების განხორციელებას ისევ აგრძელებენ. კიბერთავდასხმას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შემადგენელი ნაწილი უწოდა.

კიბერშეტევა საქართველოზე მაშინ ხდება, როდესაც მთელი მსოფლიო ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისგან სასწრაფო განმარტებებს ითხოვს. ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება.

ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა დროში დაემთხვა რუსი დეპუტატების განცხადებებს, რომელიც ამავე ლაბორატორიას და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის მათ ვერსიას ეხებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში