მახინჯაურში ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას კი მოგვიანებით ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი მედიკოსებმა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, მგზავრებმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.