"ვითხოვ პრემიერთან შეხვედრას", " დაგვიბრუნეთ წართმეული ქონება“ ამ ლოზუნგებით გამართეს აქცია ძმებმა ანანიძეებმა, რომლებიც ე.წ ხოფის ბაზრობის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები პორტის მიმდებარედ შეიკრიბნენ, სადაც პრემიერ მინისტრი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა.
ანანიძეები ირწმუნებიან, რომ ბაზრობა 2008 წელს უკანონოდ ჩამოართვეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ქონების დაბრუნებისთვის იბრძვიან. აქციის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად უკვე 45 დღეა აჭარის მთავრობასთან კარვები აქვთ გაშლილი. გახარიამ ტერიტორია მათთან შეხვედრის გარეშე დატოვა.