ბათუმში კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლების შეიკრიბნენ და სააღმზრდელო პროცესის პირველი სექტემბრიდან დაწყება მოითხოვეს. მათი განცხადებით, ჯანდაცვის რეკომენდაციების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.
კერძო საბავშვო ბაღები მარტიდან გაჩერებულები არიან, ისინი ამბობენ, რომ დარჩნენ შემოსავლების გარეშე და აქვთ საიჯარო, საბანკო და სახელფასო დავალიანებები და ერთი თვით მუშაობის შეჩერება მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.