„ღამის სერენადები“ დღეიდან იწყება

27 აგვისტო 2020, 10:02 1440 ნახვა

დღეს ბათუმში ღამის სერენადები იწყება, თუმცა პანდემიის გამო კონცერტს მაყურებელი არ ეყოლება. ფესტივალისთვის თვალყურის დევნება მსმენელსა და მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მეშვეობით 19 საათზე შეეძლება.

კონცერტებში წელს მხოლოდ ქართველი შემსრულებლები მონაწილეობენ, რომელიც კომპოზიტორისა და პედაგოგის სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფესტივალის დამფუძნებელი ლიანა ისაკაძეა. მთავარი დირიჟორი კი ვახტანგ მაჭავარიანი. 2 და 4 სექტემბერს საკონცერტო საღამოები თბილისში გაიმართება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი