ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შატილის ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიასთან მდუმარე აქცია გამართა.
ორგანიზაციებმა მიუსამძიმრეს დაღუპულების ოჯახის წევრებს და ხელისუფლებას მოუწოდეს, ტრანსპორტის მონიტორინგის და გზების უსაფრთხოების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            