წვიმით ჩამოქცეული სახლი

24 აგვისტო 2020, 20:34 1414 ნახვა

ბათუმში, ხინიკაძის 7 ნომერში ჩამონგრეული სახლის მცხოვრებლები, მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა. ჩამონგრეული ნაწილის დემონტაჟის შემდეგ კი ექსპერტები შენობის მდგრადობას შეისწავლიან. იმ შემთხვევაში თუ შენობა საცხოვრებლად არ ივარგებს, მისი რესტავრირება მოხდება . სახლში მცხოვრებ 3 ოჯახს კი მანამდე ქირით გადაიყანებენ. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, დაზარალებულებს სახლის ავაიურლობის შესახებ მათთვის განცხადებით არ მიუმართავთ. ხინიკაძის 7ნომერში საცხოვრებელი სახლის ნაწილი გუშინ საღამოს უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ ჩამოინგრა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი