ბათუმის წყლის ინფორმაციით, თოდოგაურის დასახლებასა და გოდერძი ჩოხელის ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა. მიზეზი ავარიული დაზიანებაა. აბონენტებს წყლის მიწოდება 21:00 საათიდან აღუდგებათ.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვითაა გამოწვეული.
''ბათუმის წყალი'' შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.