წყალდიდობა კახეთში

23 აგვისტო 2020, 20:26 1553 ნახვა

გადაუღებელი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალი და სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი დაიტბორა.

კასრისწყალის საჯარო სკოლის დირექტორის, ინფორმაციით, წყალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის და საჯარო სკოლის შენობის სარდაფსა და პირველ სართულზეც შევარდა. დაზიანებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლის შესასვლელი გზა მთლიანად წყლითაა დაფარული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი