განათლების სამინისტრო ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს

21 აგვისტო 2020, 14:30 1828 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებს ეცნობა განათლების სამინისტრო.

გრძელდება შეხვედრები დირექტორებსა და რესურსცენტერების წარმომადგენლებთან. მათ აცნობენ ჯანდაცვის სამინისტროს იმ რეკომენდაციებსა და წესებს, რომლის დაცვაც  საჯარო სკოლებს 15 სექტემბრიდან მოუწევთ. 

განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, უწყება საჭიროებების გაცნობის პარალელურად ცდილობს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  ხელი შუწყოს და დაეხმაროს საგანმანათლებლო დაწესებულებს გამართულად დაიწყონ სასწავლო პროცესი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი