ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროგრამა გაფთოვდება 

20 აგვისტო 2020, 11:34 1372 ნახვა

პრემიერ მინისტრის  განცხადებით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემურ საკითხად და მთავრობა გეგმავს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტის ახალი ინიციატივა. ეს გახლავთ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობა, რადგან იქ მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსიმნით გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან გადახდა უწევდათ.

დღეისთვის ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პროგრამის 8 000 ლარით გაზრდის, რაც ფაქტობრივად თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში