„ნუ დანაღმავთ ქალაქს“- ამ სლოგანით გააპროტესტეს დღეს ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა საინიციატივო ჯგუფის „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ და „მწვანე მომავალი საქართველოსთვის “წევრებმა. აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ - გადასაზიდი ნივთიერებების ჩამონათვალიდან ამოიღონ ამონიუმის ნიტრატი და კარბამიდი, ასევე პროექტი დაბრუნდეს საკრებულოში და ექსპერტების ჩართულობით განიხილონ და მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.
აქციის მონაწილეების განცხადებით მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბათუმის მოსახლეობა საფრთხის წინაშე დადგება. ჯერჯერობით აჭარის საჯარო უწყებებში თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.