რა ვითარებაა მესტიაში, როგორც იცით მუნიციპალიტეტის შესასვლელები ჩაკეტილია და მათ ძალოვანი უწყებები აკონტროლებენ, დღეს ქუთაისში ცხრა პაციენტი გადაიყვანეს, დაჩქარებულმა ტესტებმა კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოავლინა, სულ ტესტირება 1000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. კვირის ბოლომდე კი 4000-მდე ადამიანის ტესტირება იგეგმება.