ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურული გეგმები

12 აგვისტო 2020, 20:37 1223 ნახვა

3 სოფელში გზის მოსაწესრიგებლად მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დახმარებას მიიღებს ხელვაჩაურის მერია. 366 ათას 443 ლარით, ქვედა ჯოჭოს, მასაურას შემოვლით და შარაბიძეებში გემულაურის გზას რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. საკრებულოს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გზების რეაბილიტაციის საკითხი სხდომაზე წინასაარჩევნო პიარად შეაფასა, მაგრამ სატელევიზო კომენტარს თავი აარიდა. მერიაში კი აცხადებენ, რომ სამივე დასახლების გზის მოწესრიგება მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო, თუმცა პანდემიის გამო თანხები მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში