დაიწყება თუ არა სწავლა სექტემბერში

12 აგვისტო 2020, 20:10 262 ნახვა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, სექტემბერში სწავლის გადადება არ იგეგმება და არც არჩევნების თარიღი არ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში ასეთია პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია. უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ მოსწავლეების ნაწილი განათლების გარეშე დატოვა. მათ, ვისაც ონლაინ სწავლებაში ჩართვისთვის საჭირო ინტერნეტი ან ტექნიკა არ ჰქონდათ, მეორე სემესტრის სასწავლო მასალის ნაწილი ვერ გაირეს. სწავლის განახლების შემდეგ, სკოლებში პრობლემა კლასებში მოსწავლეთა ჭარბი რაოდენობა იქნება, რის გამოც სპეციალურ რეკომენდაციებს ელიან. ახალი სასწავლო წლისთვის, აღსაზრდელთა ჯგუფების მიღება დაიწყეს ბაღებში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში