ლიბანის მთავრობა გადადგა

11 აგვისტო 2020, 09:13 858 ნახვა

ლიბანის სამხედრო ძალებმა, ბეირუთის ცენტრში წესრიგი აღადგინეს.. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობასთან არეულობა მოაწყვეს, შემდეგ კი საკონონმდებლო ორგანოს შტურმით აღება სურდათ.

პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრაციამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა განაცხადა, რომ მთავრობა გადადგა. მისი თქმით პორტში მომხდარ აფეთქებაში და შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში მთავრობის დანაშაული ძალიან დიდია.

ბეირუთში რამდენიმე დღის წინ 2750 ტონა ამონიუმიუს ნიტრატის აფეთქების შემდეგ 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა უსახლკაროდ დარჩა ათასობით მოქალაქე, რის შემდეგაც უკვე ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.. პოლიციასთან შეტაკებაში კი 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი