ქედის მუნიციპალიტეტის ორ მთაზე: სარიჩარიზე და გომას მთაზე მემთევრები უფასო ტრანსპორტით ერთი თვის განმავლობაში ისარგებლებენ. შესაბამისი მომსახურების ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა.
აღნიშნული მთები მემთევრების რაოდენობის მიხედვით შეირჩა, გარდა ამისა ტრანსპორტით ტურისტებიც ისარგებლებენ. მომსახურებისთვის მერია 5000 ლარს დახარჯავს.