აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებული შეკრება გაიმართა მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში. ღონისძიებას ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. შეკრება „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ორგანიზებით გაიმართა.