ბათუმის საკრებულომ მერია მეტად უნდა აკონტროლოს - “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა

03 აგვისტო 2020, 18:35 974 ნახვა

კიდევ ერთი კვლევა ორგანიზაციამ ბათუმის საკრებულოს საქმიანობის შესახებ მოამზადა.  ,,ბათუმის   საკრებულომ მეტად უნდა აკონტროლოს მერიის საქმიანობა“ -ასე აფასებენ ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას. მესამე სექტორმა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე გაწეული საქმიანობა შეაჯამა.  დოკუმენტში დეტალურადაა საუბარი დეპუტატთა საპატიო, არასაპატიო გაცდენის, ქონებრივი დეკლარაციების, სამივლინებო ხარჯების, პრემია-დანამატების, ჯილდოებისა და სხდომებზე აქტიურობისა თუ პასიურობის შესახებ. მესამე სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციებს შორისაა, მოქალაქეთა მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე აიპების საქმიანობის შესწავლა, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ,  რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 40 მილიონამდე იხარჯება და  5 ათასამდე დასაქმებულია, მათ შორის კი როგორც ამბობენ, უმეტესი პარტიული აქტივია ან ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში