ბათუმის საკრებულოს სხდომა

31 ივლისი 2020, 18:37 1138 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი დღეს ბათუმის საკრებულოს წინაშე პირველად წარსდგა. არჩილ ჩიქოვანმა მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. საკრებულოს წევრებს კითხვები ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით ჰქონდათ. ოპოზიციამ განცხადებები ქალაქის გადამდგარ მერთან დაკავშირებით გააკეთა. საკრებულოს სხდომაზე დღეს ასევე 5 საკითხი განიხილეს, მათ შორის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი 6 მაისის პარკში საქართველოს ფოსტის მონუმენტის თაობაზე შემოტანილ განცხადებას, ხოლო ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა მუნიციპალურ ავტობუსებზე რეკლამის განთავსების თაობაზე არსებულმა საკითხმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი