განათლება დასაქმებისთვის

29 ივლისი 2020, 20:49 1324 ნახვა

ახლა "გალთ ენდ თაგართის" კვლევაზე გადავიდეთ, რომელიც საქართველოს განათლების სისტემა მიმოიხილავს, აღმოჩნდა რომ 2019 წლის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის 3,6% იხარჯება განათლებაზე, რაც 2 პროცენტით ნაკლებია ევროპულ სტანდარტზე, თუმცა 2022 წლისთვის მთავრობა გეგმავს ხარჯები 6%-მდე გაზარდოს. ხარჯების ნახევარი სკოლებზე მოდის, 15 % ინფრასტრუქტურაზე და მხოლოდ 2,8% პროფესიულზე სადაც მხოლოდ 15600 მოსწავლეა. სტუდენტების რაოდენობა ამ მაჩვენებელზე 10 ჯერ მეტი კია, მაგრამ 24 წლამდე ახალგაზრდებში ყოველი მეოთხე არ მუშაობს. ასევე დამწყები ტიპის სამსახურებში 60% ადგილზე საერთოდ არ მოითხოვენ უმაღლეს განათლებას. ხოლო დასაქმებულთა მხოლოდ 13% მუშაობს თავისი პროფესიით, ძირითად შემთხვევებში ადამიანი ან მიახლოებულ ან სრულად განსხვავებულ ადგილებზე მუშაობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი