გოდერძის ალპური ბაღი ხვალ გაიხსნება

29 ივლისი 2020, 12:00 1301 ნახვა

გოდერძის ალპური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ვიზიტორებს  საშუალება აქვთ ნახონ  161 სახეობის ბუჩქოვანი, ბალახოვანი  და 80 სახის მერქნოვანი მცენარე. გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის,  წყაროსა და საპიკნიკე ზონებს, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონასაც, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ.

ბაღის ადმინისტრაცია სამომავლოდ სათბურების მოწყობას და მცენარეების გამოყვანასაც გეგმავს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი