გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში 3 თვიანი მიწვევით, სამუშაოდ წასვლას შეძლებენ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს, რომელთა სურვილია თურქეთში სამუშაოდ გაემგზავრონ ამის უფლება მიეცემათ დამსაქმებლის მხრიდან გაცემული 3 თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე. თუმცა როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, უკან დაბრუნებისას მათ მოუწევთ გაიარონ საკარანტინო რეჟიმი