ენმ სპორტსკოლის შენობის გასხვისებას და დემონტაჟს აპროტესტებს

24 ივლისი 2020, 20:59 1224 ნახვა

''ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის'' წევრები ბათუმის სასპორტო სკოლის გაყიდვას აპროტესტებენ. გიორგი კირთაძის განცხადებით, „ბასკოს“ შენობის დემონტაჟი იგეგმება, სადაც წლების განმავლობაში ათასობით ბავშვი ვარჯიშობდა.ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლა ელექტრონულ აუქციონზე 19 მილიონ 500 ათას  ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი. ცნობისთვის, ბათუმის სასპორტო სკოლის მთავარი ფლიგელის დემონტაჟის საკითხი დღის წესრიგში 2017 წელსაც დადგა, რასაც  საზოგადოებისა და სპორტსმენების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, პასუხად კი  აჭარის ეკონომიკის   სამინისტროში მოქალაქეებს დაჰპირდნენ, რომ ე.წ ბასკოს შენობა არ დაინგრეოდა. დღეს კი უწყებაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. წერილობით აღნიშნეს, რომ  ადგილზე 60 მილიონი ლარის ახალი ინვესტიცია განხორცილედება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი