ქობულეთის სოფელ ალამბარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. სამსართულიანი სკოლამდელი დაწესებულება 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მუნიციპალიტეტში ასევე 17 სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს, ჯამში ბუნებრივი აირით 1700 ოჯახი მომარაგდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ კვირიკეშიც, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა.