მრჩეველთა საბჭოს წევრი სარედაქციო საბჭოს დებულების შეცვლას ითხოვს

22 ივლისი 2020, 18:02 1723 ნახვა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო საბჭო არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული არხის ხელმძღვანელის წინაშე“- ამბობს მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამარ წილოსანი, რომელიც მაუწყებლის ადმინისტრაციას ამ ნორმის ცვლილებას სთხოვს.

დებულება, რომლის ამოქმედებასაც გიორგი კოხრეიძემ ხელი გუშინ მოაწერა, მრჩეველთა საბჭოს წევრის, სოსო სტურუას განმარტებით, ანგარიშვალდებულების შესახებ ჩანაწერი მისი დირექტორობის დროს, 2016 წელს საბჭოს ამჟამინდელმა წევრმა გია ქარცივაძემ გააკეთა,

სტურუას განმარტებით,  ანგარიშვალდებულება მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და დირექტორისთვის ინფორმაცია მხოლოდ შეკრებების შესახებ უნდა მიეწოდებინათ. მისივე განმარტებით, სარედაქციო საბჭოს მოქმედება ნათია კაპანაძის დირექტორად დანიშვნისთავანავე შეჩერდა, რისი მიზეზიც გია ქარცივაძის თქმით, დებულებაში არსებული ხარვეზები იყო, ამბობს, რომ ანგარიშვალდებულებაზე ძველ დოკუმენტშიც ეწერა, თუმცა გუშინ დამტკიცებული დოკუმენტით,  დირექტორი პროცესებში უფრო მეტად ჩართული ხდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი