ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 9 პაციენტი რჩება

20 ივლისი 2020, 12:06 1367 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით   9 პაციენტი რჩება.   მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.  სამი დღის წინ  საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ,  შარაშიძის ქუჩიდან 22 მოქალაქე მიიყვანა.  მათ შორის  იყვნენ ბავშვები.

პაციენტებს საერთო სისუსტე, ტემპერატურა, ღებინება და ფაღარათი აღენიშნებოდათ.  მედიკოსების ინფორმაციით,  ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებით სისხლში განსაკუთრებული   ცვლილებები არ აღმოაჩნდათ.

მოქალაქეები მოწამვლის მიზეზად სასმელ წყალს ასახელებდნენ,  მათი განმარტებით შარაშიძის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა,  რის შემდეგაც ონკანში დაბინძურებული წყალი მოდიოდა.   სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს და კვლევის შედეგები ამ კვირაში გახდება ცნობილი.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი